19 ივნისი 2026,   06:51
ვრცლად
რუსეთმა დნეპრის ოლქს შეუტია, აფეთქება იყო ზაპოროჟიეშიც - დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და საბავშვო ბაღი

რუსეთმა დნეპრის ოლქს შეუტია. უპილოტო საფრენი აპარატებით საცხოვრებელ სახლებზე თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა.

აფეთქება იყო ზაპოროჟიეშიც. დაზიანებულია მრავალსართულიან კორპუსები და საბავშვო ბაღი - არიან დაშავებულები. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

აფეთქების ხმა ღამით ისმოდა ოდესისა და სუმის ოლქებშიც.

ამავე დროს ცნობილი ხდება, რომ ფრონტზე პოკროვსკის მიმართულებით, რუსეთის არმია განსაკუთრებით გააქტიურებულია. უკრაინული ანალიტიკური პლატფორმის ინფორმაციით,  მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთმა აღნიშნულ ტერიტორიაზე 100-მდე შეტევითი ოპერაცია განახორციელა.

დღის ამბები