აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, ამერიკის 46-ე ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ინფორმაცია აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველოს ელჩმა დიკ ჩეინის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა.