"ლელოს" ლიდერებს 318-ე მუხლით, საბოტაჟის ფაქტზე ბრალი წაუყენეს. ბადრი ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში იმყოფებოდა, მამუკა ხაზარაძეს კი ბრალდება ბათუმის საოლქო პროკურატურაში წარუდგინეს.
პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გირაოს ითხოვს.
პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ საბოტაჟს მშვიდობიანი გზებით უნდა დაუპირისპირდნენ.
"ეს არის პროკურატურის მიერ პოლიტიკური დავალების შესრულება და ამოცანაა, რომ გაანადგუროს პოლიტიკა და გაანადგუროს პოლიტიკოსები. ჩვენი ამოცანაა, რომ საბოტაჟს დავუპირისპირდეთ მშვიდობიანი და კონსტიტუციური პოლიტიკური მეთოდებით, ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზაა არჩევნები და ეს არჩევნები აუცილებლად მოიტანს მშვიდობას და საზოგადოების გაერთიანებას,"- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.
ცნობისთვის, მთავარი პროკურორის ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.