21 აგვისტო 2026,   01:51
ვრცლად
სოსო შატბერაშვილი - "სანამ ევროკავშირი არ დაიცავს საკუთარივე წესდებას, არ გახდება თავისივე პრინციპების ერთგული, საქართველოს მათ გვერდით არაფერი ესაქმება"

ევროკავშირის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა "მემარცხენე ალიანსში". პოლიტიკური პარტია საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბრობს.

ბრიფინგზე განაცხადეს, რომ მიუხედავად საქართველოს ეკონომიკური და ინსტიტუციური პროგრესისა, ევროკავშირის ლიდერები ქვეყანას სათანადოდ არ აფასებენ.

"ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი არ დარჩა მიმართულება, სადაც საქართველო წამყვან პოზიციებზე არ იყოს. მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი, საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას აღნიშნავენ გლობალური შიმშილის ინდექსით, გამჭვირვალეობის ინდექსით, ჩვენი ქვეყანა საუკეთესო ქვეყნებს შორის არის. მაგრამ, ურსულა ფონ დერლაიენს რასა იუკნევიჩიანეს ვერაფრით ვერ მოვაწონეთ თავი. სანამ ევროკავშირი არ დაიცავს საკუთარივე წესდებას, არ გახდება თავისივე პრინციპების ერთგული, საქართველოს მათ გვერდით არაფერი არ ესაქმება," - აცხადებს პარტია "მემარცხენე ალიანსის" დამფუძნებელი, სოსო შატბერაშვილი.

 

 

დღის ამბები