17 აგვისტო 2026,   21:14
ვრცლად
ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოს დამოუკიდებლობის პირობებში, პირველად შემოდის ასეთი ინვესტიცია - ესაა უფრო მეტი, ვიდრე მთელი ამერიკული, ევროპული, ყველანაირი სესხი და გრანტი, რომელიც აგვიღია

პირველად შემოდის მთელი საქართველოს დამოუკიდებლობის პირობებში, მთელი ამერიკული, ევროპული, ყველანაირი სესხი და გრანტი რომ გააერთიანო, არათუ ინვესტიცია, ყველანაირი სესხი, რაც ჩვენ აგვიღია, ამის ერთად აღებული უფრო მეტი ინვესტიცია, - განუცხადა "ქრონიკას" რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, სუფთა ინვესტიცია შემოდის, რომლის მოგების მესამედში არის საქართველოს მთავრობა.

"ძალიან მარტივი ამბავია, საქართველოში პირველად შემოდის მთელი საქართველოს დამოუკიდებლობის პირობებში, მთელი ამერიკული, ევროპული, ყველანაირი სესხი და გრანტი რომ გააერთიანო, არათუ ინვესტიცია, ყველანაირი სესხი, რაც ჩვენ აგვიღია, ამის ერთად აღებული უფრო მეტი ინვესტიცია. სუფთა ინვესტიცია შემოდის, რომლის მოგების მესამედში არის საქართველოს მთავრობა. ეს რას ნიშნავს, ეს ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას. ახლა თქვენ მე მიპასუხეთ, ამ ოპოზიციას უნდა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა? მათ ხომ იციან, სანამ ქვეყანა წინ მიდის ეკონომიკურად, სანამ ეკონომიკის წინსვლა აისახება ქართველ ადამიანზე, ეს მათი რევოლუციური იდეების დამანგრეველი მოვლენაა. ამიტომ, ყველაფერს გააკეთებენ ესენი და მათი პატრონები, რომ საქართველოში ინვესტიციების შემოდინებას ხელი შეუშალონ“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები