07 აგვისტო 2026,   20:38
ვრცლად
ფინანსთა მინისტრის მოადგილე დეპუტატებს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშს აცნობს

ფინანსთა მინისტრის მოადგილე დეპუტატებს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშს აცნობს. გიორგი კაკაურიძე ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე იმყოფება. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ქვეყნის ეკონომიკურ პარამეტრებსა და გაუმჯობესებულ მაჩვენებლებზე ისაუბრა.

"ჩვენ წლის პირველ 9 თვეში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვაქვს 7.7%. მოგეხსენებათ, ჩვენ ბიუჯეტი დავგეგმეთ 6%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, თუმცა პირველ კვარტალში საშუალო რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9.8%, მეორე კვარტალში 7.3%, მესამე კვარტალში 6.5% გვაქვს წინასწარი მონაცემებით და საბოლოო ჯამში 9 თვის წინასწარი მონაცემებით არის 7.7%. ინფლაციას რაც შეეხება, სექტემბერში შეადგინა 4.8% წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. რაც შეეხება 9 თვეში საშუალო ინფლაციის მაჩვენებელს 3%-ს შეადგენს“, - აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, საპარლამენტო მდივანი გიორგი კაკაურიძე.

დღის ამბები