"კრიმინალების ადგილი პოლიტიკაში არ არის და სრულიად გამაოგნებელია დამოკიდებულება, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით ევროპული სტრუქტურების მხრიდან და, ზოგადად, იმ ადამიანების მხრიდან, რომელთაც არ ესმით, რას ნიშნავს სასამართლო, უგულებელყოფენ სასამართლო ინსტანციას და მიიჩნევენ, რომ სასამართლო არის ზედმეტი დანამატი დემოკრატიული წყობის," - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრი, დავით მათიკაშვილი ევროპის საბჭოს მომხსენებლების განცხადებას, რომელიც გმობს "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
"მათ არ ესმით, რას ნიშნავს დემოკრატია - სწორედ სასამართლო არის ის ინსტანცია, რომელიც იხილავს და ირებს გადაწყვეტილებას კონკრეტული პოლიტიკური პარტიის გაუქმებაზე და არა ისე, როგორც ეს ხდებოდა ზოგიერთ ქვეყანაში, იქნებოდა ეს უკრაინა თუ მოლდოვა," - აცხადებს მათიკაშვილი.