21 აგვისტო 2026,   03:52
ვრცლად
"შეხვედრამ ზე-საუკეთესოდ ჩაიარა" - ტრამპმა სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

"ნულიდან 10-მდე შკალის მიხედვით, შეხვედრამ 12-ზე - ანუ ზე-საუკეთესოდ ჩაიარა" - პირველი განცხადება სი ძინპინთან შეხვედრის შესახებ დონალდ ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე, სამხრეთ კორეის დატოვებისას გააკეთა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე ბევრ საკითხზე შეთანხმდნენ, მათ შორის იმაზე, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად ერთად იმუშავებენ.

ქალაქ ბუსანში ორი ლიდერის შეხვედრა, ჩინური საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დაგეგმილზე მეტხანს, 1 საათსა და 40 წუთს გაგრძელდა. მისი დასრულების შემდეგ, ადგილზე კომენტარი მედიასთან აღარ გაკეთებულა.

დღის ამბები