საფრანგეთის პირველი ლედის, ბრიჯიტ მაკრონის წინააღმდეგ მიმართული კიბერბულინგის საქმეზე, პროკურატურამ ათი ბრალდებულის მიმართ 3-დან 12 თვემდე პირობითი პატიმრობა და 8 000 ევრომდე ჯარიმა მოითხოვა. სასამართლოს განაჩენი მოგვიანებით გამოცხადდება.
ფრანგული მედია წერს, რომ ბრიჯიტ მაკრონის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული მოიცავს სქესთან დაკავშირებულ ბრალდებებს. საქმის პროკურორის თქმით, ეჭვმიტანილებმა მაკრონის სქესსა და სექსუალობაზე შეურაცხმყოფელი კომენტარები გაავრცელეს და წყვილის ასაკობრივ სხვაობას "პედოფილია" უწოდეს.
საფრანგეთის პირველმა ლედიმ სასამართლოში საჩივარი 2024 წლის აგვისტოში შეიტანა.