საუკუნოვანი ისტორია, უნიკალური ბუნება და მდიდარი კულტურა - საქართველოს ევროპის უდიდეს ქალაქებში ეცნობიან.
პარიზში ტურისტული ბანერები 170 ლოკაციაზე განთავსდა. ცენტრალურ ქუჩებში, მეტროს სადგურებთან და მთავარ მოედნებზე, მილიონობით ადამიანს შეუძლია ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს გაეცნოს.
კერძო სექტორში აცხადებენ, რომ მიმდინარე მარკეტინგულ კამპანია ქვეყანაში ტურისტების რაოდენობას გაზრდის.
საფრანგეთის პარალელურად, სარეკლამო ბანერები ბერლინში, ფრანკფურტში, მიუნხენსა და ჰამბურგში დამონტაჟდა. გერმანიის მაღალრეიტინგული ტელეკომპანიების ეთერით კი, საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველ ვიდეორგოლს აჩვენებენ. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მიზანი ქვეყნის შესახებ ცნობადობის ამაღლება და ზამთრის კურორტების პოპულარიზაციაა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მარკეტინგულ კამპანიას მიზნობრივ ბაზრებზე, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში აწარმოებს.
2025 წლის იანვარი-სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 4.3 მილიონ ვიზიტს მიაღწია. საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტების რაოდენობამ კი, 6.1 მილიონი შეადგინა.
მიმდინარე მარკეტინგული კამპანიის მიზანი, ქვეყანაში ტურისტული ნაკადების გაზრდაა.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი.