07 აგვისტო 2026,   19:38
ვრცლად
"საქართველოში ჩამოსული იყვნენ რადიოაქტიური ნივთიერება "ურანის შესაძენად, მოხდა მათი განზრახვის გამოვლენა და პრევენციულად მათი დაკავება" - პროკურორი

წინასწარი პატიმრობა ჩინეთის 3 მოქალაქეს - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულების აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობა დასრულებულია. სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის და არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. 3 ბრალდებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა.

სუს-ის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, თბილისში რადიოაქტიური ნივთიერების შეძენას 400 000დოლარად გეგმავდნენ, შემდეგ კი რუსეთის გავლით, ჩინეთში მის უკანონო ტრანსპორტირებას აპირებდნენ. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად, ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, საქართველოში ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები ჩამოიყვანა და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები.

"დაკავებულ იქნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 3 მოქალაქე. აღნიშნული პირები ცდილობდნენ საქართველოში უკანონოდ შეეძინათ რადიოაქტიური ნივთიერება "ურანი“, რაშიც მზად იყვნენ გადაეხადათ 400 000 აშშ დოლარი. თუმცა, მიუხედავად მათი განზრახვისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრევენციული ღონისძიების შედეგად მოხდა აღნიშნული პიროვნებების დაკავება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე სასამართლომ განიხილა აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობა და სამივე ბრალდებულს შეუფარდა პატიმრობა. იცნობდნენ ერთმანეთს, დაკავშირებული პირები იყვნენ და საქართველოში ჩამოსული იყვნენ სწორედ რადიოაქტიური ნივთიერება „ურანის“, რომელიც ასევე წარმოადგენს ბირთვულ მასალას, შესაძენად. მათ აღნიშნული განზრახვა ვერ მოიყვანეს სისრულეში, ვინაიდან მოხდა მათი განზრახვის გამოვლენა და პრევენციულად მათი დაკავება“, - აცხადებს პროკურორი ელიზბარ გოზალიშვილი.

დღის ამბები