უკრაინაში ომი ისევ გრძელდება. გასულ ღამეს, რუსეთმა იერიში კიევზე მიიტანა. დარტყმის შედეგად დაიღუპა 3 და დაშავდა 29 ადამიანი, მათ შორის, 7 ბავშვია.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, მაშველები დესნიანსკის რაიონში მუშაობენ, სადაც დრონის დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა და 2 საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დრონებით იერიში მიიტანეს ობოლონსკის რაიონზეც.