17 აგვისტო 2026,   21:14
ვრცლად
როდესაც ჰერჩინსკი აკრიტიკებს ქართული "ფარას" კანონმდებლობას, საინტერესოა აშშ-ის "ფარას" რატომ არ აკრიტიკებს? საქართველო წარმოჩინებულია დაბალ ღობედ, ამას ვერ შევეგუებით - დავით მათიკაშვილი

მმართველ გუნდში ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ევროკავშირის ელჩის განცხადება განსაკუთრებით ცინიკურია იმ ფონზე, როდესაც შტატებში "ფარას" კიდევ უფრო ამკაცრებენ.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ აბსურდია, როდესაც ევროკავშირის ელჩი აკრიტიკებს ქართულ კანონმდებლობას მაშინ, როცა არაფერს ამბობს ანალოგიური შინაარსის ამერიკულ კანონზე.

სენატში "ფარას" გამკაცრების კანონპროექტი უკვე წარდგენილია, დოკუმენტის ერთ-ერთი თანასპონსორი სენატორი რიშია. განსხვავებულია შეფასებები ოპოზიციაში.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი საქართველოს დაბალ ღობედ წარმოჩინებას არ შეეგუება.  

"როდესაც ჰერჩინსკი აკრიტიკებს ქართული "ფარას" კანონმდებლობას, საინტერესოა აშშ-ის "ფარას" კანონმდებლობას რატომ არ აკრიტიკებს? ეს არის კიდევ ერთხელ ცალსახად დასანახი მცდელობა ვირტუალური რეალობის შექმნის, სადაც ქართველი ხალხი და საქართველო არის წარმოჩინებული დაბალ ღობედ, ამას ჩვენ ვერ შევეგუებით," - აცხადებს მათიკაშვილი.

დღის ამბები