18 აგვისტო 2026,   12:19
ვრცლად
ზოგადად, კანონის მიღების დროს და პროცესშიც მნიშვნელოვანია მიზანი, აშშ-ში ამ კანონის [FARA] მიღების დროს იყო სხვა მიზანი - ირაკლი ფავლენიშვილი

მმართველ გუნდში ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ევროკავშირის ელჩის განცხადება განსაკუთრებით ცინიკურია იმ ფონზე, როდესაც შტატებში "ფარას" კიდევ უფრო ამკაცრებენ.

როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, აბსურდია, როდესაც ევროკავშირის ელჩი აკრიტიკებს ქართულ კანონმდებლობას მაშინ, როცა არაფერს ამბობს ანალოგიური შინაარსის ამერიკულ კანონზე.

სენატში "ფარას" გამკაცრების კანონპროექტი უკვე წარდგენილია, დოკუმენტის ერთ-ერთი თანასპონსორი სენატორი რიშია. განსხვავებულია შეფასებები ოპოზიციაში.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი ახცადებს, რომ კანონში მთავარია მიზანი. 

"ზოგადად, კანონის მიღების დროს და ზოგადაცაც პროცესში მნიშვნელოვანია მიზანი, აშშ-ში ამ კანონის მიღების დროს იყო სხვა მიზანი, ასე რომ ეს კანონი მიუღებელი იყო თავისი მიზნის გამო, თუ ჩვენ მიზანს და კონტექსტს არ გავითვალისწინებთ, ისე არ გამოვა არაფერი", - აცხადებს ფავლენიშვილი. 

დღის ამბები