18 აგვისტო 2026,   13:11
ვრცლად
თბილისის ფინანსური სამიტის ფარგლებში ნათია თურნავა მსოფლიოს წამყვანი საინვესტიციო ფონდებისა და კომპანიების დირექტორებსა და ვიცე-პრეზიდენტებს შეხვდა

თბილისის ფინანსური სამიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა სამიტის მონაწილე მსოფლიოს წამყვანი საინვესტიციო ფონდებისა და კომპანიების დირექტორებსა და ვიცე-პრეზიდენტებს შეხვდა.

მონაწილეებს ნათია თურნავამ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, მაკროეკონომიკური გარემო, საფინანსო ბაზარი და ფინტექ ეკოსისტემის განვითარების შესაძლებლობები გააცნო.

"სამიტი შედგა, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, წარმოდგენილები იყვნენ ძალიან ძლიერი ინვესტორები, მრავალ მილიონიანი პორტფელებით, ახლა კი სურთ, რომ საქართველოში განახორციელონ ინვესტიციები", - აცხადებს თურნავა. 

დღის ამბები