ირაკლი ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო მსჯელობს. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი სასამართლო დარბაზში იმყოფება.
პროკურატურა ირაკლი რღრიბაშვილისთვის 1 მილიონი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას და დამატებით ვალდებულებების დაკისრებას ითხოვს, როგორიცაა საქართველოს მოქალაქის პასპორტის ჩამორთმევა და საზღვარგარეთ გამგზავრების აკრძალვა.
გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავება.
ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
იქამდე, პროკურატურის მიერ გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.