19 ივნისი 2026,   13:02
ვრცლად
გერმანიის ხელისუფლება ცდილობს რუსული ნავთობკომპანიის შვილობილი კომპანიები ამერიკის სანქციებისგან დაიცვას - Reuters

გერმანიის ხელისუფლება ცდილობს რუსული ნავთობკომპანიის შვილობილი კომპანიები ამერიკის სანქციებისგან დაიცვას. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "როიტერი" ავრცელებს.

ქვეყანაში რამდენიმე ბანკმა უკვე განაცხადა, რომ ახალმა სანქციებმა შესაძლოა "როსნეფტის" კომპანიებთან ურთიერთობაში ხელი შეუშალოს.

გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, ტრამპის მიერ დაწესებული სანქციები არ უნდა შეეხოს გერმანიაში რუსული ნავთობკომპანიის ბიზნესს, რადგან 2022 წლის სექტემბრიდან მათ გერმანიის სახელმწიფო მართავს.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები მიმდინარე კვირაში დაამტკიცა. ნავთობკომპანიები "როსნეფტი" და "ლუკოილი" დასანქცირების, მიზეზად უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე კრემლის მხრიდან მზაობის არარსებობა სახელდება.

დღის ამბები