13 აგვისტო 2026,   05:11
ვრცლად
მომავლის ფინანსური ტექნოლოგიები, რეგიონის ინოვაციური ინფრასტრუქტურა, გლობალური ვაჭრობა და ციფრული ფინანსები - თბილისის ფინანსური სამიტის ოფიციალური გახსნის ღონისძიება ხვალ გაიმართება

მომავლის ფინანსური ტექნოლოგიები, რეგიონის ინოვაციური ინფრასტრუქტურა, გლობალური ვაჭრობა და ციფრული ფინანსები - დედაქალაქი "თბილისის ფინანსურ სამიტს" პირველად მასპინძლობს. პანელებსა და სამუშაო შეხვედრებს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები, ფინანსური სექტორის ლიდერები, მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებიან.

თბილისის ფინანსურ სამიტს 50 ქვეყნის 1000-ზე მეტი დელეგატი ესწრება. სესიების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ იმსჯელონ უახლეს ფინანსურ ინოვაციებზე, რეგიონული განვითარების პერსპექტივებსა და საერთაშორისო ფინანსურ თანამშრომლობაზე.

სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტებთან და ექსპერტებთან ერთად, პანელურ დისკუსიებში "ფინტექ ინდუსტრიის" ლიდერი კომპანიების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

ფინანსურ დისკუსიებთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრები დღეს დასრულდა. სამიტის ოფიციალური გახსნის ღონისძიება ხვალ, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება.

დღის ამბები