20 ივნისი 2026,   00:03
ვრცლად
ლუვრის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ გადადგომის შესახებ განცხადება კულტურის მინისტრს წარუდგინა, თუმცა მან განცხადებას ხელი არ მოაწერა

ლუვრის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ გადადგომის შესახებ განცხადება საფრანგეთის კულტურის მინისტრს, რაჩიდა დატის წარუდგინა, თუმცა მინისტრმა განცხადებას ხელი არ მოაწერა.

"გადადგომის შესახებ განცხადება კულტურის მინისტრს წარვუდგინე. მან განცხადება არ დაადასტურა", - განაცხადა ლუვრის პრეზიდენტმა ლორენს დე კარმა.

ლუვრის ძარცვის შემდეგ, სენატში დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემისას, ლუვრის პრეზიდენტმა და დირექტორმა ლორენს დე კარმა, დღეს დაადასტურა, რომ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერილი ჰქონდა.

ცნობისთვის, პარიზის პროკურორის ლაურა ბეკოს განცხადებით, ქურდებმა ლუვრის მუზეუმიდან დაახლოებით 88 მილიონი ევროს (102,63 მილიონი აშშ დოლარის) ღირებულების სამკაულები მოიპარეს.

მსოფლიოს უდიდეს მუზეუმში ტექნიკური თანამშრომლის უნიფორმაში ჩაცმული ორი პირი მობილური ამწეს დახმარებით შეიჭრა. მძარცველებმა ფანჯარა ჩატეხეს და საგამოფენო დარბაზში შეაღწიეს.

ოპერაციის დროს, დამნაშავეებს კიდევ ორი შენიღბული პირი მდინარე სენასთან, სკუტერებით ელოდებოდა. ჯგუფმა შენობაში შესაღწევად ფასადის ის ნაწილი აარჩია, რომელიც მდინარის პირდაპირ მდებარეობს და სადაც ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

"აპოლონის" გალერეიდან, მძარცველებმა, სულ 9 ისტორიული მნიშვნელობის ექსპონატი გაიტანეს. ნაძარცვს შორისაა ნაპოლეონ ბონაპარტის და მისი მეუღლის კუთვნილი სამკაულები და საიმპერატორო ატრიბუტები.

დღის ამბები