10 აგვისტო 2026,   13:37
ვრცლად
ფინანსური სამიტის საქართველოში ჩატარებით, გლობალურ რუკაზე დატანილები ვიქნებით, როგორც ერთ-ერთი ძლიერი ჰაბი საფინანსო სექტორში - ნათია თურნავა

"აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში" დედაქალაქი პირველად მასპინძლობს "თბილისის ფინანსურ სამიტს" - ორდღიანი ღონისძიების მთავარი თემაა მომავლის ფინანსური ტექნოლოგიები, რეგიონის ინფრასტრუქტურისა და შუა დერეფნის, როგორც გლობალური ვაჭრობისა და ციფრული ფინანსების მთავარი ჰაბის განვითარება. 

სამიტს ესწრებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების პირველი პირები, ექსპერტები, ფინანსური სექტორისა და მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები.

"თბილისის ფინანსური სამიტი იმართება "აბრეშუმის გზის ფორუმის" პარალელურად და მის ფარგლებში და თავისი მნიშვნელობით კიდევ უფრო მეტად აძლიერებს "აბრეშუმის გზის ფორუმის" მთავარ იდეას - ეს არის დაკავშირებადობა და საქართველო, როგორც ჰაბი რეგიონში საქართველო უკვე ჩამოყალიბებულია წლების განმავლობაში, როგორც ლოგისტიკური  და ენერგეტიკული ჰაბი და ახლა უკვე როგორც ციფრული და ფინანსური ინდუსტრიის ჰაბი ყალიბდება და სწორედ ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ სინგაპურის ცენტრალური ბანკის მიერ დაფუძნებულ კომპანიასთან "ჯი ეფ ტი ენ"-თან პირველად საქართველოში, თბილისში ვატარებთ ჩვენ ამ ფინანსურ სამიტს და უკვე მათ გლობალურ რუკაზე ვიქნებით ჩვენც დატანილები, პირველ რიგში, როგორც ასეთი მსგავსი შეკრებების, სამიტების ჩატარების ადგილი ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და, რა თქმა უნდა, როგორც ერთ-ერთი ძლიერი ჰაბი საფინანსო სექტორში", - აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა.

დღის ამბები