19 ივნისი 2026,   06:03
ვრცლად
"სანამ სამიტი რეალურად გაიმართება, მოემზადეთ გაჟონვის, ყალბი ამბებისა და განცხადებების ტალღისთვის, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ის არ შედგება" - პიტერ სიიარტო

"სანამ სამიტი რეალურად გაიმართება, მოემზადეთ გაჟონვის, ყალბი ამბებისა და განცხადებების ტალღისთვის, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ის არ შედგება" - დასავლურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ბუდაპეშტში სამშვიდობო სამიტის შესაძლო ჩაშლის შესახებ სოციალური ქსელით ეხმიანება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

"ბუდაპეშტში სამშვიდობო სამიტი გამოცხადების მომენტიდან აშკარა იყო, რომ ბევრი ყველაფერს გააკეთებდა მის შესაჩერებლად. ომის მომხრე პოლიტიკური ელიტა და მათი მედია ყოველთვის ასე იქცევიან მოვლენების წინ, რომლებიც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ომსა და მშვიდობას შორის" - წერს სოციალურ პლატფორმა X-ზე პიტერ სიიარტო .

დღის ამბები