მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფინანსური ორგანიზაციის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებში, ასახულია 2030 წლამდე მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზი. მონაცემების მიხედვით, 2013–2030 წლებში ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდის ტემპით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია, ევრაზიაში კი პირველ ადგილს იკავებს. სავალუტო ფონდის შეფასებით, 2024–2025 წლებში საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 18,7%-ით იზრდება და ამ ტემპით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.
2024-2030 წლებში გრძელვადიან პერიოდში ქვეყნის ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 52,5%-ია, ცხოვრების რეალური ხარისხი კი -75%-ით უმჯობესდება. ეკონომიკის ექსპერტები საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის სანდოობაზე საუბრობენ. მათი თქმით, საქართველოს ეკონომიკის მზარდი დინამიკა პირდაპირ კავშირშია იმ საინვესტიციო გარემოსთან რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი.
2025 წელს საქართველოს ეკონომიკა 7,2%-ით იზრდება. ამერიკულ დოლარში ნომინალური ეკონომიკის ზრდის ტემპი 10,7%-ი გახდება და გადააჭარბებს 10 000 აშშ დოლარს. 2030 წელს კი პროგნოზირებულია 13 500 დოლარზე მეტი. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მონაცემები დღეს გამოაქვეყნა.
ავტორი: სიმონ შანავა.