გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, არმინ ლაშეტი სოციალურ ქსელში კაია კალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ კაია კალასისნაირი გამოუცდელი ადამიანი ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი წარმომადგენელი არ უნდა იყოს.
მისი განმარტებით, მაშინ როდესაც საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები აცხადებენ, რომ "ჰამასის" განიარაღების გარეშე სამშვიდობო პროცესი რისკის ქვეშაა, კაია კალასი სანქციებით ისრაელს ემუქრება.
ლაშეტის თქმით, ევროპის საგარეო პოლიტიკა სერიოზულ კრიზისშია.
"როგორ შეიძლება ისეთი გამოუცდელი ადამიანი, როგორც კაია კალასია, გახდეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი წარმომადგენელი? მაშინ, როდესაც საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები აცხადებენ, რომ სამშვიდობო პროცესი რისკის ქვეშაა, თუ "ჰამასი" სწრაფად არ განიარაღდება, ის ისრაელს სანქციებით ემუქრება. ევროპის საგარეო პოლიტიკა სერიოზულ კრიზისშია", - ამის შესახებ არმინ ლაშეტი წერს.