15 აგვისტო 2026,   12:44
ვრცლად
ISFED-ის ახალი კვლევა - ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ვრცელი ანგარიში, რომელშიც 25 საინფორმაციო სააგენტოზეა საუბარი

მანიპულაციურ სტატიად და ონლაინმედიაზე თავდასხმად აფასებს "ქართული ოცნება" ISFED-ის ახალ კვლევას - ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ვრცელი ანგარიში, რომელშიც საუბარია 25 საინფორმაციო სააგენტოზე, რომლებიც, ISFED-ის მტკიცებით, "ქართულ ოცნებასთან" პირდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებული. სტატიაში წერია, რომ 2019-2025 წლებში მმართველმა პარტიამ 22 ორგანიზაციას მთლიანობაში მილიონ-ნახევარი ლარი გადაუხადა.

ამ მედიაორგანიზაციებსა და "ქართულ ოცნებაში" ISFED-ის მანიპულაციებზე საუბრობენ. აცხადებენ, რომ კვლევის ავტორებმა კონტრაქტები, შეგნებულად, 6 წელზე გადაამრავლეს, რომ მასშტაბური თანხის ჯამი მიეღოთ. მმართველმა გუნდა ISFED-ს პარალელური ხმის დათვლის გაყალბებული შედეგები კიდევ ერთხელ შეახსენა.

"2019-2025 წლებში "ქართულმა ოცნებამ" ონლაინმედიის 22 კომპანიას/ორგანიზაციას, ჯამში, მილიონ 503 000 ლარი გადაუხადა. 2019-2025 წლებში კონტრაქტების საერთო რაოდენობამ 1 159 შეადგინა, ხოლო მათი ჯამური ღირებულება 4 300 000 ლარს გაუტოლდა. ამ კომპანიების/ორგანიზაციების მიერ საბიუჯეტო უწყებებთან გაფორმებული გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტების მიხედვით, დაფინანსების ძირითად წყაროს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები და სახელმწიფო ბიუჯეტები წარმოადგენდა. დაფინანსებული მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკა თანხვედრაშია მმართველი პარტიის ნარატივებთან," - ნათქვამია ISFED-ის კვლევაში.

დღის ამბები