20 აგვისტო 2026,   08:48
ვრცლად
ჩვენ ხომ ვიცით, რომ ქვეყანაში არ არის არც საგამოძიებო უწყება, არც დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყებები, დამოუკიდებელი მართლმსაჯულებაა - ლაშა ფარულავა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის სარჩელზე

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი პროკურატურას მიმართავს და გამოძიების დაწყებას ითხოვს, როგორ აღმოჩნდა ერთ ლარად გიული ალასანიას ხელში უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსი. დავით გურგენიძე აცხადებს, რომ საქმე კორუფციის ნიშნებს შეიცავს, რაც საგამოძიებო კომისიის ანგარიშშიც გამოიკვეთა. კიდევ ერთი მოთხოვნა გამოძიების პროცესში ქონების დაყადაღება და მისი ტექნიკური უნივერსიტეტისთვის დაბრუნებაა.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლეშა ფარულავას განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკური რეჟიმია და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება არ არსებობს.

"ჩვენ ხომ ვიცით, რომ ქვეყანაში არ არის არც საგამოძიებო უწყება, არც დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყებები, დამოუკიდებელი მართლმსაჯულებაა. პოლიტიკური რეჟიმია და მათ შორის, პოლიტიკური საგამოძიებო უწყებებია და, ცხადია, ეს არის ერთი და იგივე პოლიტიკური ნარატივი", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

დღის ამბები