19 ივნისი 2026,   13:55
ვრცლად
"ჰამასი" უნდა განიარაღდეს, სხვა შემთხვევაში ჯოჯოხეთი იფეთქებს" - ბენიამინ ნეთანიაჰუ

"ჰამასის" კიდევ ორი მძევლის ცხედარი ისრაელში გადაასვენეს. ცხედრებს იდენტიფიცირებისთვის ექსპერტიზა უტარდებათ. დაჯგუფების ინფორმაციით, ღაზის ტერიტორიაზე დარჩენილი ცხედრების დაბრუნება ჯერჯერობით შეუძლებელია, რადგან გარდაცვლილების ნანგრევებიდან ამოსაყვანად სპეციალური აღჭურვილობაა საჭირო.

ტერორისტული ორგანიზაცია გააფრთხილა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ თუ "ჰამასი" ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ შეასრულებს, ისრაელმა, შესაძლოა, საბრძოლო მოქმედებები განაახლოს.

განცხადება გაავრცელა ისრაელის პრემიერ-მინისტრმაც: "ჰამასი" უნდა განიარაღდეს, სხვა შემთხვევაში, ჯოჯოხეთი იფეთქებს", - ამბობს ბენიამინ ნეთანიაჰუ.

ისრაელში განმარტავენ, რომ თუ "ჰამასი" ტყვეების ცხედრებს არ დააბრუნებს, სამშვიდობო შეთანხმების მომდევნო ფაზა აღარ დაიწყება.

დღის ამბები