"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში, საერთაშორისო ღონისძიება "თბილისის ფინანსური სამიტი" გაიმართება.
ეროვნული ბანკის, ეკონომიკის სამინისტროსა და სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის ერთობლივად ორგანიზებულ სამიტზე, მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების პირველი პირები, ფინანსური სექტორის ლიდერები, მსხვილი კომპანიის წარმომადგენლები და ექსპერტები.
სამიტი სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის ღონისძიებების სერიის შემადგენელი ნაწილია, რომლის მასპინძლადაც წელს პირველად საქართველო შეარჩიეს. საქართველო სწორედ ამ ქსელის ნაწილი ხდება.