საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი კობახიძემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.
"გუშინ, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა" - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
თბილისში მყოფი ეუთო-ს თავმჯდომარე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მივიდა. ელინა ვალტონენმა მოგვიანებით სოციალურ ქსელ "იქსზე" ვიდეო გამოაქვეყნა და აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა.