17 აგვისტო 2026,   21:13
ვრცლად
რა აირიდა ქვეყანამ და ვინ რამდენად შორს იყო წამსვლელი მიზნის მისაღწევად? - 8 დღე 4 ოქტომბრის არშემდგარი რევოლუციიდან და 4 მუხლი, რომლითაც 46 დაკავებული სამართლდება

8 დღე 4 ოქტომბრის არშემდგარი რევოლუციიდან და 4 მუხლი, რომლითაც 46 დაკავებული სამართლდება - რა აირიდა ქვეყანამ და ვინ რამდენად შორს იყო წამსვლელი მიზნის მისაღწევად? - ამას ახლა ქვეყნის მთავარი საგამოძიებო უწყებები არკვევენ. ჩავარდნილი რევოლუციის შემდეგ, ორგანიზატორები წარუმატებლობის მიზეზებს ეძებენ და ხელს ერთმანეთისკენ იშვერენ.

ვიდეოკადრები, აუდიოჩანაწერები და ჩვენებები - 9-ტომიან საქმეში არაერთი მტკიცებულებაა, რომლის შესწავლა შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე გრძელდება. ძალოვანი უწყების მთავარი ამოცანა, შემსრულებლებთან ერთად, დამკვეთის დადგენაცაა, თუ ვინ დგას კულისებში და ვის ინტერესში იყო ხელისუფლების დამხობა.

4 ოქტომბერს განვითარებულმა მოვლენებმა ჩრდილიდან კარგად დავიწყებული ძველი სახეებიც გამოიყვანა. მოწმის სახით, უკვე გამოჰკითხეს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალია და მისი მეუღლე. ექსპერტიზისთვის, ამოღებულია ხმის ნიმუში, რათა დაადგინეს ავთენტიკურია, თუ არა აუდიოფაილი სადაც, ჩანაწერის მიხედვით, ახალია და ბურჭულაძე დამხობის დეტალებზე საუბრობენ.

4 ოქტომბერს ქვეყანამ აიცილა სამოქალაქო დაპირისპირება, რომელიც, როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, თბილისს 90-იანების ქაოსში დააბრუნებდა.

დღის ამბები