საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პრეზიდენტის სასახლის ღობესთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის პოსტს ეხმიანება.
"საკუთარი მარცხის გასამართლებლად, არჩევნებში დამარცხებიდან მეხუთე დღეს მოიფიქრეს ბიულეტენის გაჟონვის ვერსია, გადატრიალებაში დამარცხებიდან მეშვიდე დღეს - ქლიბით გადაჭრილი ღობის ვერსია. ტოპტვინები აშკარად შენელდნენ", - წერს პაპუაშვილი.