19 ივნისი 2026,   14:19
ვრცლად
ლატვიამ რუსეთის 800-ზე მეტ მოქალაქეს ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ქვეყნის დატოვება მოსთხოვა

ლატვიის ხელისუფლება 13 ოქტომბრამდე რუსეთის 841 მოქალაქეს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დეპორტაცია ემუქრებათ. ინფორმაცია POLITICO-მ ლატვიის საიმიგრაციო სააგენტოზე დაყრდნობით გაავრცელა.

საუბარია რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებსაც ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის უფლება აქვთ და არ შეასრულეს ევროკავშირის გრძელვადიანი რეზიდენტობისთვის აუცილებელი მოთხოვნა - არ ჩააბარეს სახელმწიფო ენის გამოცდა, მოთხოვნა იყო ლატვიურის A2-ის დონეზე ცოდნა.

დღის ამბები