15 აგვისტო 2026,   12:45
ვრცლად
კატეგორიულად მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის მავნებლური პროპაგანდა - სოსო შატბერაშვილი​

თემაზე დღეს განცხადება გააკეთეს მემარცხენე ალიანსშიც. პარტიაში აცხადებენ, რომ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია 2026-2030 წლებისათვის ურსულა ფონ დერ ლაიენის ლგბტქ +ის ახალი სტრატეგია. მემარცხენე ალიანსი დიფსთეითის გავლენებზე საუბრობს. მათივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ევროინტეგრაციის პროპაგანდა.

"არასრულწლოვან არჩევნის უფლების ჯერ არ მქონე ბავშვებს, ეძლევათ უფლება შეიცვალონ სქესი ისე, რომ არ ჰკითხონ არც მშობლებს, არც მასწავლებლებს და არც უახლოეს ნათესავებს. 

ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, კატეგორიულად მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის მავნებლური პროპაგანდა, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ახალგაზრდობას ემუქრება სრული დეგრადაცია", - აცხადებს სოსო შატბერაშვილი. 

დღის ამბები