უკრაინის მთელს ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული, მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებენ.
რუსეთის ძალებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით რაკეტები და დრონები გაუშვეს. ოკუპანტმა კიევში პეჩორსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატებით 17 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაარტყა, შენობაში ხანძარია, გამოცხადდა ევაკუაცია. შემთხვევის შედეგად, დაშავდა 9 ადამიანი.
ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშის შედეგად კიევის აღმოსავლეთ ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია. მსხვერპლი მოჰყვა ზაპოროჟიეზე თავდასხმას - დაიღუპა მცირეწლოვანი, არიან დაშავებულები.