20 აგვისტო 2026,   02:28
ვრცლად
პროკურორი ზვიად რატიანზე - ბრალდებული მიმდინარე წლის 23 ივნისს თავს დაესხა პოლიციელს, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და ძალადობა განახორციელა მის მიმართ

პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებულ ზვიად რატიანისთვის 2 წლიანი პატიმრობის მისჯასთან დაკავშირებით, განმატრება გააკეთა პროკურორმა. პროკურორის განმარტებით, ბრალდებული 23 ივნისს თავს დაესხა პოლიციელს, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და ძალადობა განახორციელა მის მიმართ:

"ბრალდებული, როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 23 ივნისს თავს დაესხა პოლიციელს, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და ძალადობა განახორციელა მის მიმართ. დღეს მას ბრალდება წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა," - აცხადებს პროკურორი, გიორგი გოგოლაძე.

პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებულ ზვიად რატიანს 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. რატიანი 23 ივნისს დააკავეს. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მოსამართლემ რატიანს ბრალი გადაუკვალიფიცირა მუხლით რომელიც წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ.

 

 

დღის ამბები