ოპოზიციის ნაწილი 4 ოქტომბრისთვის მზადებას განაგრძობს. დღეს მათ გეგმებზე, რუსთაველზე დაანონსებულ შეკრებასა და ხელისუფლების დამხობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა პაატა ბურჭულაძემ.
"ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ვიღებთ პასუხისმგებლობას - არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტის ფუნქციონირება არ შეფერხდება. თუ რომელიმე მინისტრი ან მაღალჩინოსანი გაიქცევა, ეს არ გამოიწვევს ფუნქციების კოლაფსს. უფრო მეტიც, ამის შედეგად კოლაფსი მცირე ხნითაც კი არ შეიქმნება. ყველა სასიცოცხლო სახელმწიფო სერვისი ისეთი, როგორიც არის ჯანდაცვა, ხელფასებისა და საპენსიო უზრუნველყოფა, მართლწესრიგი თუ სხვა, გარანტირებული იქნება", - აცხადებს მსოფლიო ბანი, მოძრაობა "რუსთაველის გამზირის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე.