19 ივნისი 2026,   17:46
ვრცლად
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა სვიფტის მიერ ორგანიზებულ SIBOS-ის საერთაშორისო კონფერენციაზე მთავარი მომხსენებლის რანგში წარდგება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა სვიფტის მიერ ორგანიზებული SIBOS-ის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ფრანკფურტის საფონდო ბირჟას ეწვია. საფონდი ბირჟაზე სტუმრობისას ნათია თურნავა დოიჩე ბურსე გრუპის წევრი ელექტრონული სავალუტო  და გარებირჟული დერივატივებით ვაჭრობის წამყვანი გლობალური კომპანია 360T-ის მთავარ ოფიცერს სებასტიან ჰოფმან-ვერტერს შეხვდა.  

შეხვედრის ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოს ეროვნული ბანკის სურვილზე განავითაროს საშუალო ზომის სავალუტო სავაჭრო ბაზარი, რაც ხელს შეუწყობს ყიდვა-გაყიდვის ფასებს შორის სხვაობის შემცირებას და ბაზარზე სავაჭრო მოცულობების ზრდას. მისივე თქმით, არსებობს გაძლიერებული მარეგულირებელი ზედამხედველობის საჭიროება, რაც უზრუნველყოფს ბაზრის მოწესრიგებულ ფუნქციონირებას და ბაზრის მსხვილი მონაწილეების მხრიდან მანიპულაციური ქმედებების არარსებობას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს 10-მდე კომერციული ბანკის წარმომადგენლები, რომლებიც ფრანკფურტში საიბოსის კონფერენციაზე მონაწილეობენ.  

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა სვიფტის მიერ ორგანიზებულ საიბოსის უმსხვილეს საერთაშორისო კონფერენციაზე მთავარი მომხსენებლის რანგში წარდგება, რაც პირველი შემთხვევაა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტების ისტორიაში. 

დღის ამბები