ეროვნულ არქივში ვახტანგ მეექვსის საიუბილეო გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მეფის გაცემული საბუთები, მისი ავტოგრაფული ხელნაწერები, პირველი ქართული სტამბის ძველნაბეჭდი წიგნები და ვახტანგ მეექვსეს ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები.
გამოფენა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.