20 ივნისი 2026,   00:02
ვრცლად
"პოლიციის მონაცემებით, დღის განმავლობაში დაფიქსირდა საარჩევნო პროცესის 236 დარღვევის შემთხვევა" - მოლდოვის ცესკო-ს თავმჯდომარე

მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წინასწარი შედეგები გამოაცხადა. 50%-ით ლიდერობს მაია სანდუს პარტია. მმართველ ძალას 101-ადგილიან პარლამენტში 55 დეპუტატი ეყოლება. მეორე ადგილზე, 24%-ით არის ექსპრეზიდენტის, იგორ დოდონის ბლოკი, რომელმაც 26 მანდატის მოპოვება შეძლო.

ამ ეტაპზე, დათვლილია ხმების 99%. ცესკო-ს მონაცემებით, დაფიქსირდა ორასზე მეტი დარღვევა. დარღვევებზე საუბრობენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც - დაშინება, ძალადობის ფაქტები, ვადაგასული დოკუმენტებით ხმის მიცემა, ფარულობის დარღვევა, დამკვირვებლებისა და მედიისთვის ხელის შეშლა და ხარვეზები საარჩევნო სიებში.

"ეს არჩევნები რთულ პირობებში ჩატარდა, მას თან ახლდა გამოწვევები, სამართლის უზენაესობის, ინსტიტუტების სწრაფი რეაგირებისა და მოქალაქეებთან გამჭვირვალე კომუნიკაციის თვალსაზრისით. პოლიციის მონაცემებით, დღის განმავლობაში დაფიქსირდა საარჩევნო პროცესის 236 დარღვევის შემთხვევა, მათ შორის: საარჩევნო ბიულეტენის გადაღება, აკრძალული საარჩევნო აგიტაცია, ბიულეტენების დაზიანება და საარჩევნო უბნებიდან მათი გატანა, ამომრჩეველთა ორგანიზებული ტრანსპორტირება, საარჩევნო კორუფციის გონივრული ეჭვი და ხმის მიცემის უფლების დარღვევა. თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩვენ მაინც უზრუნველვყავით, რომ 28 სექტემბრის არჩევნები ჩატარდა კანონიერად და უსაფრთხოდ", - განაცხადა მოლდოვის ცესკო-ს თავმჯდომარემ, ანჯელიკა კარამანმა.

დღის ამბები