15 აგვისტო 2026,   11:33
ვრცლად
4 ოქტომბერს, ზუსტად 6 დღეში, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება - როგორ უნდა მივცეთ ხმა ელექტრონულად

4 ოქტომბერს, ზუსტად 6 დღეში, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება - როგორ უნდა მივცეთ ხმა ელექტრონულად და რა სიახლე დახვდება ამომრჩეველს უბანზე.

ამომრჩეველი უნდა გამოცხადდეს საცხოვრებელი მისამართის მიხედვით შესაბამის საარჩევნო უბანზე.

საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობისთვის საჭიროა ვალიდური დოკუმენტის წარდგენა - პირადობის დამადასტურებელი ან ბიომეტრიული პასპორტი.

დოკუმენტის ვერიფიკაციის აპარატში გატარებით ან მონაცემის ხელით შეყვანისას, თანხვედრაში უნდა იყოს საბუთზე, ეკრანზე და საარჩევნო უბანზე გამოცხადებული მოქალაქის მონაცემები.

ქვითარი რჩება საარჩევნო უბანზე, სპეციალურ კონტეინერში, რასაც ევროპული სტანდარტით ეწოდება ქაღალდის კვალი.

მარკირების გავლის შემდეგ ამომრჩეველს გადაეცემა ბიულეტენი და სპეციალური ჩარჩო კონვერტი. აქვე ხდება საცდელი გაფერადებაც - როგორ უნდა დაფიქსირდეს არჩევანი სწორად.

ხმის მიცემა ხდება ფარულ კაბინაში, სადაც იკრძალება ფოტო- ვიდეო გადაღება. ამომრჩევლის ნების დაფიქსირების შემდეგ კი ამობრუნებული ბიულეტენი უნდა მოთავსდეს ჩარჩო კონვერტში. შემდეგ მოქალაქე ინაცვლებს ხმის მთვლელ აპარატთან, სადაც წელს სიახლე დახვდება.

ხმის მთვლელ აპარატში, ბიულეტენის მოთავსება, ხდება ჩარჩო კონვერტის დახმარებით.

ამგვარად არჩევანი უკვე გაკეთებულია. ხმის მიცემის პროცედურა მთელი ქვეყნის მასშტაბით საღამოს 8 საათზე დასრულდება. ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, ხმის დათვლის პროცედურა მაქსიმალურად შემჭიდროებულ დროში მოხდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს ყველას, ზედმიწევნით დაიცვან საარჩევნო უბანზე დადგენილი წესები.

დღის ამბები