გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თბილისის ეროვნულ პარკში, ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტებს გაეცნო. დასრულების ეტაპზეა 2 პროექტი.
საბადურის უბანზე მოეწყობა: ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული შენობა, პარკინგი, საბავშვო გასართობი და შემეცნებით სივრცე, 55 კმ სიგრძის საფეხმავლო ბილიკების ქსელი. ზედაზენის უბანზე გაიხსნება ვიზიტორთა ცენტრი, საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, საკემპინგე და საპიკნიკე სივრცეები.
პროექტების საერთო ღირებულება დაახლოებით 13 მლნ ლარს შეადგენს.