17 აგვისტო 2026,   20:58
ვრცლად
საფრანგეთის სენატში მორიგი აბსურდი დარეგისტრირდა, ზოგადად, ევრობიუროკრატები ჩვენი მოქალაქეების თვალში თავიანთ რეპუტაციას თვითონ აკნინებენ - ლევან მაჭავარიანი

ექვსმა დეპუტატმა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის წინადადება წარადგინა.

ტექსტში საუბარია, რომ საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა, რამდენიმე თვეა, შეშფოთებას იწვევს. ინიციატივის სახით წარდგენილ დოკუმენტში საუბარია სხვადასხვა საკითხზე, გაუარესებული მდგომარეობის კონკრეტულ მაგალითად კი ავტორებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მოჰყავთ.

"ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვლავ მძიმე და შეუფერებელ პირობებში რჩება, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები გმობენ, ნათქვამია ტექსტში."

მმართველ გუნდში მორიგ დეზინფორმაციაზე საუბრობენ.

"საზოგადოებას შევახსენებ, რომ ყველა რეზოლუციაში, რომელიც ევრობიუროკრატებმა ბოლო წლებში მიიღეს ასახულია, რომ თურმე სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი და უნდა გათავისუფლდეს, საფრანგეთის სენატში მორიგი აბსურდი დარეგისტრირდა, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ევრობიუროკრატები საქართველოს მოქალაქეების თვალში, თავიანთ რეპუტაციას თვითონ აკნინებენ:

"მორიგი აბსურდია. ზოგადად, ევრობიუროკრატები ჩვენი მოქალაქეების თვალში თავიანთ რეპუტაციას თვითონ აკნინებენ. მე იმასაც შევახსენებ საზოგადოებას, რომ ყველა რეზოლუციაში, რომელიც ბოლო წლებში მიიღეს ასახულია, რომ, თურმე სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი და უნდა გათავისუფლდეს. ასევე შევახსენებ საზოგადოებას, რომ ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ელჩმა იუსტიციის სამინისტროს დემარში მოუწყო იმ არგუმენტით, თითქოს სააკაშვილს არაადამიანურად ეპყრობოდნენ, რის გამოც სიკვდილისპირას იყო მისული და უნდა გადაგვეყვანა სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ. შემდეგ, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო. მართლაც, ყველაფერი წესრიგშია, ბატონი სააკაშვილი შესანიშნავად გრძნობს თავს და ბოდიშიც არავის მოუხდია. ევრობიუროკრატები აგრძელებენ ასეთ ქცევას, ეს მათთვისვეა კონტრპროდუქტიული“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

დღის ამბები