19 ივნისი 2026,   12:58
ვრცლად
შტატების მართლმსაჯულებამ ბრალი ფედერალური ბიუროს ყოფილ უფროსს წარუდგინა

ამერიკის შეერთებული შტატების მართლმსაჯულებამ ბრალი ფედერალური ბიუროს ყოფილ უფროსს წარუდგინა.

ჯეიმს კომს საგამოძიებო უწყება ცრუ ჩვენების მიცემასა და სამართლიანობისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებს.

შეერთებული შტატების გენერალური პროკურორი ამბობს, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას.

შეგახსენებთ, ჯეიმს კომი დონალდ ტრამპმა თანამდებობიდან მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, 2017 წელს გაათავისუფლა. ის ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობას 2013-2017 წლებში იკავებდა.

დღის ამბები