20 აგვისტო 2026,   04:56
ვრცლად
"კვალიფიციურ საჯარო მოხელეებს უნდა გავუფრთხილდეთ და გავუზარდოთ ხელფასი, მაგრამ პარტიული წურბელები სამსახურებიდან უნდა წავიდნენ" - ირაკლი კუპრაძე

"კვალიფიციურ საჯარო მოხელეებს უნდა გავუფრთხილდეთ, პირიქით, გავუზარდოთ ხელფასი, მაგრამ აქეთ რომ არიან პარტიული წურბელები, ისინი სამსახურებიდან უნდა წავიდნენ" - ამის შესახებ პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი, თბილისის მერობის კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე "ღამის კურიერის" ეთერში საუბრობს.

"კვალიფიციურ საჯარო მოხელეებს უნდა გავუფრთხილდეთ, პირიქით, გავუზარდოთ ხელფასი, მაგრამ აქეთ რომ არიან პარტიული წურბელები, ისინი სამსახურებიდან უნდა წავიდნენ. რაც შეეხება 40 ათასი საჯარო მოხელეს, გათავისუფლებული იქნება პარტიული წნეხისგან. "ქართული ოცნება" და კახა კალაძე ამაყობდა აქციების პერიოდში იმით, რომ ადამიანები სამსახურიდან გაყარა და თქვა, რომ განსხვავებული პოზიციები გვაქვსო. სხვას თუ უჭერს მხარს, მაგრამ არასამუშაო დროს, თუნდაც აქციაზე გადის, როგორ შეიძლება ეს სამსახურიდან გათავისუფლების საგანი გახდეს? კახა კალაძე არის ადამიანი, რომელიც რეპრესიებში ამყოფებს საჯარო მოხელეებს. საუკეთესო ახალგაზრდები გამოყარა მერიიდან - ურბანისტები, საუკეთესო იურისტები, ყველზე მაღალკვალიფიციური კადრები გამოყარა სამსახურიდან." - აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

 

 

 

დღის ამბები