20 აგვისტო 2026,   09:23
ვრცლად
"ჩემი შვილები იზრდებიან მუხიანში და, აქედან გამომდინარეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მუხიანელთა ყველა საჭირბოროტო საკითხი იქნება თუ სიკეთე, პირდაპირ ეხება ჩემს ოჯახს" - ცოტნე ჩიქვინიძე

"ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის, კენჭი ვიყარო მუხიანში, რადგან აქ დავიბადე, გავიზარდე, ბაღი და სკოლა აქ დავამთავრე. ჩემი ოჯახი დღემდე აქ ცხოვრობს, ჩემი შვილები იზრდებიან მუხიანში და, აქედან გამომდინარეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მუხიანელთა ყველა საჭირბოროტო საკითხი იქნება თუ სიკეთე, პირდაპირ ეხება ჩემს ოჯახს და კარგად მესმის ყველა ის საკითხი, რაზეც ისინი მოდიან ჩემთან, ვსაუბრობთ, ვმსჯელობთ და ვგეგმავთ," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა გლდანის საარჩევნო ოლქში, კონკრეტულად კი - მუხიანში, ცოტნე ჩიქვინიძემ "კურიერში" სტუმრობისას განაცხადა.

"წინასაარჩევნო პროცესი სავსებით დადებითად მიმდინარეობს. მიუხედავად აქტიური წინასაარჩევნო პროცესისა, მერიის სამსახურები, რაიონის გამგეობა აქტიურად აგრძელებს პროექტების განხორციელებას. პარალელურ რეჟიმში, მაჟორიტარ დეპუტატთან, ბატონ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად ვხვდებით მოსახლეობას, ვისმენთ მათ პრობლემებს, ერთად ვსახავთ სამომავლო გეგმებს და ვადგენთ პრიორიტეტებს. ეს არის სამუშაო რეჟიმი, რომელშიც ჩვენ ვართ," - განაცხადა ცოტნე ჩიქვინიძემ.

დღის ამბები