19 ივნისი 2026,   12:56
ვრცლად
NASA იმედოვნებს, რომ 50-წლიანი პაუზის შემდეგ, მთვარის გარშემო ათდღიან მოგზაურობაში ასტრონავტებს თებერვალში გაგზავნის

NASA იმედოვნებს, რომ მთვარის გარშემო ათდღიან მოგზაურობაში ასტრონავტებს თებერვალში გაგზავნის. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ ადრე დააანონსა, რომ მისიას კოსმოსში არაუგვიანეს აპრილის ბოლოს გაუშვებდა, მაგრამ ახლა გამოაცხადა, რომ მისიას დააჩქარებს.

მთვარის გარშემო ბოლო პილოტირებული მისიის გაშვებიდან 50 წელი გავიდა. NASA მთვარის გარშემო მისიისთვის ოთხ ასტრონავტს სისტემების შესამოწმებლად გააგზავნის.

Artemis II-ის მისია, Artemis-ის პროგრამის მეორე გაშვებაა, რომლის მიზანია ასტრონავტების დაშვება და, საბოლოო ჯამში, მთვარის ზედაპირზე გრძელვადიანი ყოფნის უზრუნველყოფა.

დღის ამბები