20 აგვისტო 2026,   04:58
ვრცლად
"დაშავებულია ერთი, საბედნიეროდ გადარჩა ის გოგონა" - თბილისში, ლოტკინზე აფეთქება ორჯერ მოხდა

ორი აფეთქება თბილისში - შემთხვევა ლოტკინზე, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვას მოჰყვა.

შემთხვევის შედეგად დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაშია. ექიმის განცხადებით, პაციენტს სერიოზული დაზიანებები აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია ორი მუხლით, ეს არის 240-ე და 240-ე პრიმა, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

"ორი აფეთქება იყო, ერთი დაახლოებით 19:00 საათისთვის, ხოლო მეორე გამთენიას, 03:00 საათისთვის. როგორც მაქვს ინფორმაცია, დაშავებულია ერთი, საბედნიეროდ, გადარჩა ის გოგონა.

ძალიან დიდი აფეთქება იყო, ტალღოვანი, საწოლიდან გადმომაგდო. დედაჩემი, დაახლოებით, ერთი მეტრის მანძილზე იყო აფეთქებული შენობიდან და სქელმა ფარდამ გადაარჩინა ",- განაცხადა თვითმხილველმა.

დღის ამბები