რუსთავში რაგბის საბავშვო აკადემიის მშენებლობა დაიწყო. ლომოურის ქუჩაზე, იქ სადაც წლების წინ, რუსთაველ მორაგბეთა პირველი თაობა ვარჯიშობდა, მშენებლობის დაწყების ნიშნად, კაფსულა ჩაიდო.
8 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე აშენდება მოედანი, ტრიბუნები, დამხმარე ნაგებობები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. პროექტის ღირებულება 3 მილიონ ლარამდეა.