ამერიკულმა სასამართლო უნდა გარკვიოს, რა ხდება საფრანგეთის პრეზიდენტის ოჯახში. მაკრონების მორიგი სკანდალი - ბრიჯიტ მაკრონმა უნდა დაამტკიცოს, რომ ნამდვილად ქალია. ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის, ქენდის ოუენსის ბრალდებამ ფრანგული პოლიტიკური ელიტა თავდაყირა დააყენა. ოუენსი ღიად ამბობს, რომ საფრანგეთის პირველი ლედი სინამდვილეში ტრანსგენდერი ქალია. მაკრონებმა ცილისწამებისთვის უკვე იჩივლეს ამერიკის სასამართლოში. წყვილი მტკიცებულებების წარდგენასაც გეგმავს.
ბრიჯიტ მაკრონი მეუღლე ემანუელზე 24 წლით უფროსია. ის იმ სკოლის პედაგოგი იყო, სადაც მომავალი პრეზიდენტი სწავლობდა. სწორედ ამ პერიოდში შეუყვარდა 15 წლის ემანუელს მასწავლებელი. მაკრონის ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, 2007 წლიდან, ემანუელი და ბრიჯიტი ცოლ-ქმარი არიან. საერთო შვილები არ ჰყავთ, თუმცა ბრიჯიტს პირველი ქორწინებიდან სამი შვილი და შვიდი შვილიშვილი ჰყავს.
ქენდის ოუენსი აცხადებს, რომ ბრიჯიტ მაკრონი ტრანსგენდერი ქალი 1980-იან წლებში გახდა - ბლოგერი ამტკიცებს, რომ ის არ არის მისი შვილების ბიოლოგიური დედა. მეტიც, ოუენსი ამბობს, რომ ბრიჯიტ მაკრონი, სინამდვილეში, დაკარგულია, მისი სახელი და გვარი კი ძმამ, ჟან მიშელმა მიითვისა.
ავტორი: ნათია ჩეხერია