"ერთად უკეთესია: 80 და მეტი წელი მშვიდობისთვის, განვითარებისა და ადამიანის უფლებებისთვის" - წელს მსოფლიო ლიდერები გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სწორედ ამ იდეის გარშემო იმსჯელებენ. გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი ღაზის სექტორში არსებული ვითარება იქნება.
გენერალურ ასამბლეაზე განიხილავენ ირანის ბირთვულ პროგრამას. დიდი ყურადღება დაეთმობა სირიის საკითხსაც. ასამბლეის მონაწილეები იმსჯელებენ კლიმატის ცვლილებაზე, ქალთა უფლებებზე, სუდანის ჰუმანიტარული კრიზისსა და ამერიკის შეერთებული შტატებისა და ვენესუელის დაძაბული ურთიერთობების შესახებ. განხილვის საგანი იქნება გაერო-ს ახალი გენერალური მდივნის არჩევნებიც.
მე-80 სესიას მსოფლიო ლიდერები დაესწრებიან. სიტყვით გამომსვლელებს შორის იქნება შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ტრადიციულად, ასამბლეაზე სიტყვით პირველად სახელმწიფოთა ლიდერები გამოდიან, ამის შემდეგ მოდიან რანგით მეორე პირები და პრინცები, მთავრობის ხელმძღვანელები, მინისტრები, ბოლოს კი - დელეგაციის ხელმძღვანელები.
ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა საქართველოს პრეზიდენტი. მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა.