რუსეთმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანა. უპილოტო საფრენი აპარატებითა და ბალისტიკური რაკეტებით შეტევას დნეპრში 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 26 მშვიდობიანი მოქალაქე.
აფეთქების ხმა ისმოდა ხმელნიცკშიც, სადაც საცხოვრებელ სახლებზე თავდასხმა დრონებით განხორციელდა. გარდაიცვალა 1 ადამიანი.